The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესიკ ლოლაძე

ბესიკ ლოლაძე
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს; ასპირანტურა 2001 წელს.

 
2002-2003წწ. ატარებდა სამეცნიერო კვლევას პოტსდამის უნივერსიტეტის მუნიციპალურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (DAAD-ის სტიპენდია). 1998 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი; 1998-1999წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1999-2000წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსი; 2000 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი; 2000-2001წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი; 2000 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე; 2000-2001წწ. პოტსდამის უნივერსიტეტის მუნიციპალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი; 2001-2003წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსი; 2004-2005წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2011-2014წწ. პოტსდამის უნივერსიტეტის მუნიციპალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი; 2014 წელს  შპს "ორიენტ ლოჯიკი", ექსპერტი, სამუშაო ჯგუფების კოორდინატორი; 2014-2015წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი; 2014-2015წწ. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ლექტორი; 2015 წლიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეთავდაცვის მინისტრის საპარლამენტო მდივანი.

წყარო: http://www.mod.gov.ge/w/minister-deputies/besik-loladze

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2005-2006)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2006-2010)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: