The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კალანდაძე

დავით კალანდაძე
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1952
გარდაცვ. თარიღი:18 იანვარი, 2023  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1977–1980წწ. იყო დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაი. საავადმყოფოების ქირურგიული განყოფილების ექიმი; 1980–1986წწ. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა საკავშირო ქირურგიის ინსტიტუტის სისხლძარღვთა განყოფილების უმცროსი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან სამედიცინო აკადემიის პროქტოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის. პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის(ხერხემლის არტერიების) იშემიური ინსულტების ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.135

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - ახალგაზრდა მეცნიერთა I საკავშირო კონფერენციის ლაურეატი
  • 1983 - სსრკ–აშშ კარდიოქირურგიული III კონფერენციის ლაურეატი

გააზიარე: