The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კალანდაძე

ზურაბ კალანდაძე
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:31 ოქტომბერი, 2003  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1950–1951წწ. იყო უბნის ექიმ–ორდინატორი; 1951–1952წწ. თბილისის ტუბ. საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1953–1971წწ. მოსკოვის ტუბერკულოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972–1994წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფთიზიატრიისა და გულ-მკერდის ქირურგიის კათედრის გამგე; 1994 წლიდან ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 160 სამეცნიერო ნაშრომისა; ეკუთვნის ერთი რაციონალური წინადადება, ერთი გამოგონება, ოთხი მეთოდური რეკომენდაცია, ორი მონოგრაფია; არის განცალკევებული ბრონქოსპირომეტრიის ორიგინალური მეთოდიკის ავტორი, თორაკო-ქირურგიული ინსტრუმენტის "ზვიგენის" გამომგონებელი; დანერ­გა ფილტვების ერთმომენტიანი ორმხრივი რეზექცია ტუბერკულოზის დროს; პროფესორ ლამარა ვაშაკიძის მეუღლე და პოლიტიკოს ნინო კალანდაძის მამა. პულმონოლოგი–ფთიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "განცალკევებული  ბრონქოსპირომეტრია ფილტვის ტუპერკულოზისა და ემპიემის ქირურგიულ მკურნალობაში", დაიცვა 1962 წელს მოსკოვში; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რეზექციები ფილტვის ორმხრივი ტუპერკულოზის დროს", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.136; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 489; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.801-802

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი
  • საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის ასოციაცია, დამფუძნებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა - განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1997 - საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემია
    აკადემიკოსი
  • 1987 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: