The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფირან კალანდაძე

დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ქობულეთი.

დაამთავრა ვორონეჟის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1978–1982წწ. იყო თათრეთის ასსრ მამადიშის რაიონის კამის საუბნო საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1982–1984წწ. ყაზანის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1984–1989წწ. ქობულეთის რაისაავადმყოფოს ექიმი–უროლოგი; 1990–1993წწ. თბილისის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1993–1997წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის უროლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1997 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი. ავტორია 5 სამეცნიერო სტატიის. 1998 წლის მარტ–ივნისში იმყოფებოდა ისრაელის (ქ. ჰადერაში) წამყვან უროლოგიურ კლინიკაში სტაჟირებაზე. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდსაწვეთების სტენტების გამოყენება ობსტრუქციული უროპათიების დროს", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.137

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მედიკო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი

გააზიარე: