The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე I (დიდი)

სხვა სახელი:ათანასე  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:1390
გარდაცვ. თარიღი:1442  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ალექსანდრე I დიდი იყო საქართველოს მეფე 1412–1442 წლებში. ზოგიერთი წყაროს მიხედვით გარდაიცვალა 1445 წელს,  კონსტანტინე I–ისა და ნათია ამირეჯიბის ძე. ზრდიდა ბებია რუსა. მეფობის პირველსავე წლებში იძულებული გახდა მოეგერიებინა თურქმანთა შემოტევები. მხოლოდ 1415 წლიდან დამყარდა საქართველოში მშვიდობიანობა და მეფემ ენერგიულად მოჰკიდა ხელი თემურ–ლენგისა და თურქმანების შემოსევებით განადგურებული ქვეყნის აღდგენას. რაკი სახელმწიფო ხაზინას საამისო სახსრები არ გააჩნდა, მან 1425 წელს შემოიღო სპეციალური დროებითი საკომლო გადასახადი, რომლის შემოსავლითაც შეაკეთა სვეტიცხოველი, რუისის ტაძარი და მრავალი სხვა ციხე, საყდარი და მონასტერი. 1440 წლის სიგელით გააუქმა გადასახადის სახეობა–"მალი". ალექსანდრე I ცდილობდა აღედგინა საქართველოს ადრინდელი საზღვრები. 1431 წელს მან შემოიერთა ციხე-ქალაქი ლორე და ლორის ველი, რომელიც მანამდე თურქმან მომთაბარეებს ეპყრათ. დაახლოებით 1434–1435 წლებში შემოიერთა სივნიეთი(ახლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). ამან საქართველოს შემცირებულ მოსახლეობას 60 ათასზე მეტი კომლი შესძინა. ხელს უწყობდა აგრეთვე სომეხ ლტოლვილთა ჩამოსახლებას საქართველოში. ალექსანდრე I ცდილობდა ქართული ეკლესიის გაძლიერებას, აღადგინა შერყეული საეკლესიო მიწათმფლობლობა, განაახლა უცხოეთის ქართული მონასტრები. გამეფების პირველსავე წლებში(1412–1415) ალექსანდრე I-მა ალაგმა ურჩი მთავრები–დადიანი, შარვაშიძე, სამცხის ათაბაგი. ზოგიერთი ერისთავთერისთავი გადააყენა და მათ ადგილებზე ბატონიშვილები–ვახტანგი, დიმიტრი და გიორგი დანიშნა, მაგრამ ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო: ბატონიშვილები, რომელთა როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან გაიზარდა, მამის სიცოცხლეშივე მეფეებად იწოდებოდნენ; მათ პოლიტიკას ძირითადად განსაზღვრავდა დიდგვაროვანი ფეოდალების ინტერესები. სახელმწიფო ღონისძიებათა გატარებისას მეფე იძულებული ხდებოდა გაეთვალისწინებინა მათი და სამეფო ოჯახის სხვა წევრთა ნება-სურვილი. სამეფო დოკუმენტები უწინდებურად მხოლოდ მეფის სახელით კი არ გაიცემოდა, არამედ მეფის ოჯახის წევრთა სახელითაც, რაც აშკარად მოწმობდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას. სამეფოში შექმნილი ვითარების გამო ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა 1442 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.97


გააზიარე: