The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე I (იმერეთის მეფე)

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:1389
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ალექსანდრე I იყო იმერეთის მეფე 1387–1389 წლებში. დავით ნარინის ჩამომომავალი,  იმერეთის ერისთავის ბაგრატ I-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1372 წელს საქართველოს მეფე ბაგრატ V დიდმა ერისთავად დანიშნა. რეზიდენცია ალექსანდრე I-ს შორაპანში ჰქონდა. 1387 წელს, როდესაც თემურ-ლენგმა ბაგრატ V დაატყვევა, ალექსანდრე I-მა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი. ბაგრატ V-ისა და მისი მემკვიდრის–გიორგის ერთგულნი დარჩნენ ოდიშის, ცხუმისა და სვანეთის ერისთავები, აგრეთვე გურიელი. ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთი კვლავ საერისთავო გახდა. მისი ასული თამარი ცოლად ჰყავდა საქართველოს მეფეს  ალექსანდრე I დიდს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.98


გააზიარე: