The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე I (კახეთის მეფე)

დაბადების თარიღი:1454
გარდაცვ. თარიღი:1511  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ალექსანდრე I (დაიბადა 1454/1456), იყო კახეთის მეფე 1476–1511 წლებში. მეფე გიორგი VIII-ისა და ნესტან–დარეჯანის  ძე. მის დროს დადგინდა ახლად ჩამოყალიბებული კახეთის სამეფოს საზღვრები. ალექსანდრე I ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან. მან საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას–ყოველგვარი საშუალებით(მოხერხებული დიპლომატია, ზოგჯერ დათმობა, ფორმალური ყმობა, მცირე ხარკი და სხვ.) უზრუნველყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. 1477 წელს ქართლში უზუნ-ჰასანის შემოსევის დროს, თურქმანთა ბრძოლებმა დაარბიეს ქართლის მოსაზღვრე კახეთის რაიონებიც: ხერკი, საგურამო, მარტყოფი და თიანეთი. ალექსანდრე I-მა უზუნ-ჰასანს ძღვენი მიართვა, მორჩილება აღუთქვა და კახეთი აოხრებას გადაარჩინა. ისმაილის(შემდგომში პირველი სეფიანი შაჰის) შირვანში ლაშქრობის დროსაც, 1501 წელს, მან მორჩილება აღუთქვა შაჰს და ეს შემოსევაც აიცდინა. ამის შემდეგ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVII საუკუნის დასაწყისამდე. 1483 და 1491 წლებში ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა მოსკოვის დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს. 1490 წელს, მას შემდეგ რაც ქართლის სამეფოს დარბაზმა ურჩია კონსტანტინე II-ს დროებით ხელი აეღო საქართველოს გაერთიანებაზე, ალექსანდრე I-მა ზავი დადო ქართლის მეფესთან. ვახუშტის მიხედვით, ამავე დროს მომხდარა სამეფოებს შორის საზღვრების დადგენაც. კახეთის სამეფოს საგარეო საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდა, სამაგიეროდ მეფესა და მის უფოს ვაჟს, გიორგის(ავგიორგი) შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. 1511 წელს გიორგიმ მოკლა ალექსანდრე და თავი მეფედ გამოაცხადა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.98


გააზიარე: