შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა წულუკიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი 1992 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1997 წელს; საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემია 1998 წელს; საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა (ENA) მაგისტრის ხარისხით საჯარო ადმინისტრაციაში (MPA) 2000 წელს. 1997-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი; 2000 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი; 2005 წელს მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი; 2006 წლიდან სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი; 2009 წლიდან მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე; 2010 წელს დაბრუნდა საქართველოში; 2012 წ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან; 2012-2020წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 2020 წლის 29 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თანამდებობა დატოვა; 2019 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრის №365 ბრძანებით ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება დაეკისრა; 2020-2021წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2021 წლის 22 მარტს დაინიშნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად, 2024 წლის 26 სექტემბერს გადადგა თანამდებობიდან "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში შეყვანის გამო; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.392 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |