შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვენერა აკოფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1918 წლიდან მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში თბილისის სახალხო სახლში. 1922 წლიდან დაიწყო პროფესიული მოღვაწეობა. 1922–1923 წლებში სწავლობდა თბილისის პროლეტკულტის დრამატულ სტუდიაში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის სომხური დრამატული სტუდია, იმავე წელსვე გადავიდა გ. სუნდუკიანის სახელობის თეატრის დასში(ერევანი). 1925 წლიდან მუშაობდა ქალაქ გიუმრის თეატრში, ვ. ფაფაზიანის საგასტროლო დასში, თბილისის მოზარდ მაყურებელთა სომხურ თეატრში. 1933 წლიდან კი–თბილისის სომხურ დრამატულ თეატრში. ვენერა აკოფიანს შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ქაბატო(ა. ცაგარელის "ხანუმა"), ბიანკა და ემილია(უ. შექსპირის "ოტელო"), ისახარი(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), რიფსიმე(ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), აგაფია ტიხონოვნა(ნ. გოგოლის "ქორწინება"), მარგარიტი(გ. სუნდუკიანის "პეპო") და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.83 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |