The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ბაღათურია

იოსებ ბაღათურია
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1967  (58 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1993 წელს.

მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში; 2008 წლიდან სხვადასხვა დროს ზუგდიდის, გარდაბნის, თეთრიწყაროს და საგარეჯოს რაიონული სასამართლოების მოსამართლე; 2012 წლიდან მოსამართლის საქმიანობას ეწეოდა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში; 2014 წლის მარტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარე; 2014 წლის 17 სექტემბრიდან საქართველოს  აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე; 2016 წლიდან არის კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი; 2021 წლიდან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. 

წყარო: www.timer.ge


გააზიარე: