The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაპუნა უგრეხელიძე

პაპუნა უგრეხელიძე
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1974  (49 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ფრაიბურგის ალბერტ ლუდვიგის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (გერმანია) 1996 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს.

1996-2001წწ. საქართველოს ეროვნული უშისროების საბჭოს თავდაცვის საკითხთა სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი ნატოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში; 2001-2004წწ. საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი; 2004-2005წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2005-2008წწ. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, USAID-ის პროექტის (UEDC) დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მენეჯერი; 2008 წელს "Energo-Pro Georgia-s" გენერალური დირექტორის სპეციალურ დავალებათა მრჩეველი; 2008-2009წწ. "ტაოპრივატბანკის" VIP კლიენტების სამსახურის უფროსი; 2013 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

წყარო: http://napr.gov.ge/p/355


გააზიარე: