The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ალავერდაშვილი

დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1927  (98 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1949 წელს.

1960 წლიდან მუშაობდა "საქსოფლმშენსახპროექტში", 1963 წლიდან იყო მთავარი არქიტექტორი. მისი ძირითადი ნამუშევრებია: კ. ამირეჯიბის სახელობის საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი სოფელ დიღომში(1967), მ. საბაშვილის  სახელობის საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი(1971, თბილისი), საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი(1979, თბილისი), ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციული შენობა(1981). აზომილი აქვს(1962, 1963) აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის(ფშავი, ხევსურეთი) საცხოვრებელი, სამეურნეო, საზოგადოებრივ–საკულტო ნაგებობები. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.85

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: