შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონ ალავერდიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1904 წლიდან თბილისში ავლაბრის თეატრსა და ავჭალის აუდიტორიაში. 1909 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სომხური დრამატული საზოგადოების დასში. 1924–1934 წლებში იყო ბაქოს სახელმწიფო თეატრის, 1932–1963 წლებში კი თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბარხუდარი(ა. შირვანზადეს "ნამუსი"), ზიმზიმოვი, ბრილიანტოვი(გ. სუნდუკიანის "პეპო", "კიდევ ერთი მსხვერპლი"), დუდუკინი(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), მირზა(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ონისე(მ. მრევლიშვილის "ზვავი"), სულეიმანი, ანანია(ა. სუმბათაშვილ–იუჟინის "ღალატი") და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.87 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |