The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ლორთქიფანიძე

გოჩა ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა 1995 წელს; ჰარვარდის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრატურა 2004 წელს; 2011 წლიდან ფორდამის სამართლის სკოლის (აშშ) დოქტორანტი.

1991-2005წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში; 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2007-2010წწ. კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი; 2010-2013წწ. ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი; 2012 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2020 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2020 წლის დეკემბერში არჩეულ იქნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი": interpressnews.ge


გააზიარე: