The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეცილობით 2001 წელს.

1999-2000წწ. სპს "კორძაძე და სვანიძე - ადვოკატები", იურისტი; 2000-2003წწ. სპს "კორძაძე და სვანიძე - ადვოკატები", ადვოკატი; 2003-2010წწ. სპს "საადვოკატო ბიურო სვანიძე და პარტნიორები", ადვოკატი და პარტნიორი; 2007–2008წწ. და 2013 წლებში იყო კავკასიის სამართლის სკოლის ლექტორი; 2010-2012წწ. სპს "საადვოკატო და საკონსულტაციო გაერთიანება - "მიხეილ სარჯველაძე და არჩილ მშვენიერაძე", ადვოკატი და პარტნიორი; 2012-2013წწ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე; 2013-2018წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2018-2020წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; 2020-2024წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრად.

წყარო: საქართვლოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, გამგეობის წევრი (2002-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2004-)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წევრი (1998-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია " ქართული ოცნება", წევრი (2020-2024)

გააზიარე: