The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ტაბატაძე

ალექსანდრე ტაბატაძე
Date of birth:5 April, 1969  (55 years)
Category:Public official, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს.

1991-1992წწ. შსს ოპერატიული სამმართველოს მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების ინსპექტორი; 1992-1993წწ. შსს მე-6 სამმართველოს მე-4 განყოფილების ინსპექტორი; 1993-1994წწ. შსს მე-6 სამმართველოს მე-3 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების ინსპექტორი; 1994-1995წწ. შსს მე-6 დამოუკიდებელი მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი ინსპექტორი; 1995-1996წწ. შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველოს, სახელმწიფოთაშორისო კავშირების მქონე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი; 1996 წელს ქ. რუსთავის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების უფროსის მოადგილე; 1996-1997წწ. ქ. რუსთავის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების უფროსი; 1997 წელს ქ. თბილისის შსს კრიმინალური პოლიციის  სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის და სს სამძებრო სამსახურის უფროსის მოადგილე; 1997-2000წწ. ქ. თბილისის საბურთალოს შს სამმართველოს უფროსი; 2000-2001წწ. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს უფროსი; 2001 წელს შსს სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2001-2004წწ. შსს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი; 2004-2006წწ. შსს აკადემიის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კათედრის უფროსი; 2006 წელს შსს აჭარის ა. რ. შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი გამომძიებელი; 2006-2007წწ. შსს აჭარის ა. რ. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2012-2013წწ.  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2013-2016წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2016-2019წწ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2019-2020წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს სახელმწიფო "საიუბილეო ბაფთიანი სამკერდე ნიშანი". იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩევლი (2014), სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტი (2016), საჯარო სამართლის დოქტორი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: justice.gov.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-10 მოწვევის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)

Awards and Honors

  • I ხარისხის მედალი "თავდადებული სამსახურისთვის"
  • I ხარისხის მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის"
  • ღირსების ორდენი

Share: