The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მღებრიშვილი

გიორგი მღებრიშვილი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1970  (53 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს.

1997 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, სტაჟიორი; 1998-2004წწ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებელი; 2004-2007წწ. ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიციის გამომძიებელი; 2007-2008წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსი; 2008 წელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის(საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო ოპერაციების დამუშავების განყოფილების უფროსი; 2008-2010წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის(საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე; 2010-2011წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე; 2011 წელს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დასავლეთის პორტალის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2011-2012წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2012 წელს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2012-2013წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი; 2013 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი; 2013-2014წწ. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი; 2014-2015წწ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; 2015-2017წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 2017-2018წწ. საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი.

წყარო: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "The Tbilisi Times" პორტალი: ttimes.ge; საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი: reportiori.ge


გააზიარე: