The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესიკ ამირანაშვილი

ბესიკ ამირანაშვილი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1985  (38 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს.

2007-2008წწ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის ინსპექტორი; 2008 წელს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; 2008-2009წწ. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; 2009-2011წწ.  შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი; დეტექტივ-გამომძიებელი; 2011-2012წწ. შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2012-2013წწ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2013-2014წწ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი; 2014-2015წწ. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი; 2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი; 2015-2016წწ. შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; 2016 წლიდან საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2017 წლიდან იმერეთის და რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის პოლიციის უფროსია; 2018 წლიდან სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი.

წყარო: reginfo.gesknews.ge


გააზიარე: