The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1983  (41 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი 2006 წელს;  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის პროგრამა 2010 წელს; ლონდონის ეკონომიკის სკოლა (LSE), აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამა 2015 წელს.

2006-2007წწ. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა, პროექტის კოორდინატორი; 2007 წელს ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი; 2008-2009წწ. საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი; 2009-2011წწ. საქართველოს სახალხო დამცველის თანაშემწე მენეჯმენტის საკითხებში; 2011-2012წწ. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამა, დირექტორის მოადგილე; 2012-2014წწ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; 2014-2016წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევი პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული №59 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; 2019 წლის 25 ივნისს აირჩიეს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავამჯდომარედ; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020-2021წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)

გააზიარე: