შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო დარჩიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიში (გარიცხეს აკრძალული ლიტეტრატურის კითხვისათვის); სწავლობდა საზღვარგარეთ (პარიზი, ბრიუსელი) 1898-1905წწ.; დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტი. აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ "კვალთან"; იყო სოციალ დემოკრატიული გაზეთების "სხივისა" და "სიმართლის" ფაქტობრივი რედაქტორი; 1908 წელს გამოსცა ჟურნალი "ალიონი"; იზიარებდა ეროვნულ–ტერიტორიული ავტონომიის ფორმით ქართული სახელმწიფოს აღდგენის იდეას, რის გამოც უთანხმოება ჰქონდა თავის თანაპარტიელებთან; პირველი მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ინტერნირებულ იქნა; გარდაიცვალა ტყვეობაში. პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ–დემოკრატი, იურიდიულ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.329; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ. 840 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |