The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო დარჩიაშვილი

ლადო დარჩიაშვილი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ დარჩიაშვილი
სხვა სახელი:და–ლი  (ფსევდონიმი)
დ–ლ  (ფსევდონიმი)
ლ. დ.  (ფსევდონიმი)
ო.  (ფსევდონიმი)
ონ.   (ფსევდონიმი)
ონი   (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:7 მაისი, 1916  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გერმანია
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.  

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიში (გარიცხეს აკრძალული ლიტეტრატურის კითხვისათვის); სწავლობდა საზღვარგარეთ (პარიზი, ბრიუსელი) 1898-1905წწ.; დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტი.

აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ "კვალთან"; იყო სოციალ დემოკრატიული გაზეთების "სხივისა" და "სიმართლის" ფაქტობრივი რედაქტორი; 1908 წელს გამოსცა ჟურნალი "ალიონი"; იზიარებდა ეროვნულ–ტერიტორიული ავტონომიის ფორმით ქართული სახელმწიფოს აღდგენის იდეას, რის გამოც უთანხმოება ჰქონდა თავის თანაპარტიელებთან; პირველი მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ინტერნირებულ იქნა; გარდაიცვალა ტყვეობაში. პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ–დემოკრატი, იურიდიულ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.329; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ. 840

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის მესამე დასი, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • რჩეული : პუბლიცისტიკა, თეორიული კვლევები, ესეები, პირადი წერილები (ავტორი). - თბილისი, ლამპარი, 2001. - 596გვ.

გააზიარე: