Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დაუდ-ფაშა გურჯი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქვემო ქართლი. ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი 1817-1831წწ., წარმოშობით ქართველი; ბავშვობაში გაიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს; მოხვდა ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც ის მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა; სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეკავა სხვადასხვა თანამდებობა(საფაშოს ბეჭდის მცველი, ხაზინადარი, დავთარდარი და სხვა); გახდა თუ არა ერაყის მმართველი, განუდგა ოსმალეთის სულთანს და ატარებდა დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას; არმია გარდაქმნა ევროპულ ყაიდაზე, ერაყში 1829 წელს გახსნა პირველი სტამბა, შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე; ცდილობდა რუსეთ–ოსმალეთის 1829-1829წწ. ომი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა; 1830 წელს სულთანმა მის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა, დაუდ-ფაშა გურჯი დამარცხდა და 1831 წლის სექტემბერში თურქებს დანებდა; 1832 წელს სულთნის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო ანატოლიაში შეჭრილ მუჰამედ ალის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში; 1834 წელს ბოსნიის გამგებლად დაინიშნა; ორი წლის შემდეგ კი სტამბოლში გადაიყვანეს, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა; 1839-1841წწ. ანკარის ვილაიეთს განაგებდა; 1841 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა; 1846 წელს მედინაში დასახლდა და პირადი თხოვნით, მუჰამადის საფლავის ზედამხედველად(შაიხ ალ–ჰარამ) დაინიშნა; მედინის ერთ–ერთ გარეუბანში გააშენა ბაღი, რომელას შემდგომ "დაუდიე" უწოდეს; მისი ოჯახის წევრები საქართველოში ორბელიანების ყმები იყვნენ; საქართველოს მთავარმმართველ გენერალ ერმოლოვთან მიმოწერის შედეგად მან ისინი ყმობიდან გაათავისუფლა; უნდოდა მათი გააზნაურება, თუმცა ვერ მოახერხა; 1824 წელს საქართველოში გამოუგზავნია თავისი რწმუნებული, რომელსაც დაუდ-ფაშას დედა ბაღდადში უნდა წაეყვანა, მადგამ დედამ მართმადიდებლურ სამშობლოში დარჩენა ამჯობინა; გარდაიცვალა 1851 წელს მედინაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.335; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.64; შენი მაცნე: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |