The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე იესეს ძე

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ბაგრატიონი
სხვა სახელი:ისაკ-ბეგი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ალექსანდრე იესეს ძე ბაგრატიონი იყო ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII საუკუნის I ნახევარში. მეფე იესეს მესამე ვაჟი, ანტონ I–ისა და აბდულა–ბეგის ძმა. დაიბადა ირანში. იწოდებოდა ისაკ-ბეგად. XVIII საუკუნის 40-იან წლებში იყო ქართლის ნაიბი(არაბ. ნაცვალი, მოადგილე). 1742 წელს, არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყების დროს, სცადა ამ საერისთავოში გაბატონება, მაგრამ თეიმურაზ II-მ განზრახვა ჩაუშალა. 1744 ალექსანდრე დაინიშნა ქართლის ჯანიშინად(ჯანეშენ–მოადგილე, ნაცვალი). თანამდებობიდან მალე გადააყენეს, რადგან მხარს უჭერდა აბდულა-ბეგის ბრძოლას ქართლის ტახტისათვის. 1750 წელს ალექსანდრე გაქრისტიანდა და საუფლიწულო მამულები მიიღო ქვემო ქართლში. 1759 წელს იძულებული გახდა რუსეთში გადასახლებულიყო. მსახურობდა ჯერ ასტრახანის გარნიზონში, შემდეგ, 1761 წლიდან ყიზლარის ქართულ ესკადრონში და პოდპოლკოვნიკის წოდება დაიმსახურა. მისი შვილიშვილი იყო პეტრე ბაგრატიონი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.100


გააზიარე: