შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახი კახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა; ჩააბარა პროკურატურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდები, ტურიზმის განვითარება რეგიონებში (ისრაელი); საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები, იუსტიციის მრჩეველი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი. სამუშაო გამოცდილება: სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახური, პოლიციელი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის ისნის რაიონის შსს; ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურა, სტაჟიორ-გამომძიებელი; ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა, უფროსი გამომძიებელი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ლექტორი; საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველო, პროკურორი; საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უშიშროების, საბაჟო-საგადასახადო სამსახურებში მოკვლევაზე და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველო, პროკურორი; საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების პროკურორი და საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი ევროპის საბჭოში; საქართველოს გენერალური პროკურატურის კონტროლის სამმართველოს განყოფილება, უფროსი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ადამიანის უფლებების დაცვის დარგში; საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული სამართალდამცავ ორგანოებში; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული განყოფილება, უფროსი; საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში; შპს "კონსულტანტი", დამფუძნებელი და დირექტორი; კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მრჩეველი; 2008-2014წწ. საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი; 2011 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველი", სამართლებრივი დირექტორი; 2014-2015წწ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე; 2015 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. 2018-2019წწ. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 2019-2020წწ. საქართველოს საქართველოს მთავრობის ადმინსტრაცია - პრემიერ მინისტრის მრჩეველი; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №4 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" პორტალი: interpressnews.ge; reginfo.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |