The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ლუარსაბის ძე

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1711
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ლუარსაბის ძე ბაგრატიონი იყო ქართველი სამხედრო მოღვაწე, ვახტანგ V-ის ძის, ლუარსაბის შვილი. მსახურობდა ირანში, იყო შაჰის კარზე მყოფი ქართლის მეფის გიორგი XI-ის ნაცვალი ქირმანში, შემდეგ ავღანეთში. მეთაურობდა ავღანეთისა და ქირმანის ჯარების ქართულ რაზმებს(დაახლოებით 2 ათასი კაცი). ებრძოდა სპარსელთა წინააღმდეგ მირ ვაისის მეთაურობით აჯანყებულ ავღანელ და ბელუჯ ტომებს, დაიღუპა ყანდაართან ბრძოლაში. ქართული და უცხოური წყაროები მას ახასიათებენ როგორც მამაც მებრძოლსა და ნიჭიერ სარდალს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.100


გააზიარე: