შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ დაუშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის რკინიგზის სატრანსპორტო ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი 1947 წელს. 1948-1959წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის სატრანსპორტო ინჟინერთა ინსტიტუტში; 1959-1964წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში, გვირაბებისა და მეტროპოლიტენების კათედრაზე; 1964 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ამავე კათედრას; მან შექმნა სხვადასხვა დანიშნულების გვირაბების ჰიდროიზოლაციის ახალი ხერხები და კონსტუქციები; მან პირველმა ჩამოაყალიბა გვირაბების მუდმივი სამაგრის გაანგარიშების მატრიცული ხერხი; მისი შრომები გამოქვეყნებულია პოლონეთში, უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ინჟინერი მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1973). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.336; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.56 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |