The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბატონიშვილი

ალექსანდრე ბატონიშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1770
გარდაცვ. თარიღი:1844  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სომხური ეკლესია, თეირანი(ირანი)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ბატონიშვილი ბაგრატიონი იყო ქართველიპოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ძე. აღიზარდა კათოლიკე პატრების მეთვალყურეობით. 17-18 წლისა უკვე მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში. ხელმძღვანელობდა აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის დროს დანგრეული თბილისის აღდგენას. საუფლისწულო ქვემო ქართლში ჰქონდა. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ებრძოდა გიორგი XII-ს. სურდა იულონ ბატონიშვილის გამეფება, როდესაც ქართლ–კახეთი რუსეთს შეუერთდა, ალექსანდრე ბატონიშვილმა დაიწყო ბრძოლა სამეფოს აღსადგენად. 1802–1802 წლებში  დახმარება სთხოვა ამიერკავკასიის(ერევნის, ნახიჭევნის, განჯის) სახანოებს, შემდეგ კი ირანში წავიდა. რუსეთ–ირანის1804–1813 წლების ომის დროს თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. ამავე დროს წერილებს უგზავნიდა რუსეთის მოხელეებს და ჰპირდებოდა, თუ ქართლ-კახეთის სამეფოს აღადგენდნენ, ბრძოლას შეწყვეტდა. 1812 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე ბატონიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და კახეთის აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. აჯანყების დამარცხების შემდეგ დაღესტანში გაიქცა და 1818 წლამდე დაჰყო იქ. 1819 წლიდან კლვავ ირანში გაემგზავრა. მონაწილეობდა რუსეთ–ირანის 1826–1828 წლების ომში. 1832 წლის შეთქმულების მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ მისი მოწვევა საქართველოს მეფედ. სიცოცხლის ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა. გარდაიცვალა თეირანში. დაკრძალულია იქვე, სომხური ეკლესიის ეზოში. ალექსანდრეს ასული ელისაბედი გარდაიცვალა თეირანში 1836 წელს, დაკრძალულია სომხურ ეკლესიაში, ტრაპეზის გასწვრივ სამხრეთის უკანა კედელში არის ჩასმული თეთრი მარმარილო რუსული წარწერით: "Здесь погребено тело усопшей рабы Елизаветы: дочь царевича грузинскаго Александра греко-католическаго исповедания, супруга сартипъ хана Самсон Яковлева сына Маканцова. Родился въ Эриване 1811 года Июля 13 дня, а умеръ въ Тегеране 1836 года 17 Сентября."

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.100


გააზიარე: