შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ხულორდავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; ასპირანტურა/დოქტორანტურა 2004 წელს; ჰერტის მმართველობის სკოლა, "სამართლებრივი დიალოგი სამართლებრივი გარდაქმნისთვის" (ბერლინი, გერმანია) 2012 წელს; ლუნდის უნივერსიტეტი(შვედეთი), გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრირება და მენეჯმენტი 2014 წელს. 2001-2002 წწ. სახელმწიფო ქონების მართვის სამსახური, იურიდიული დეპარტამენტი, სტაჟირება; 2002-2003წწ. უშიშროების საბჭოსთან არსებული სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის უწყებათშორისი კომისიის კოორდინატორი, სამდივნოს უფროსი; 2003-2004წწ. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის პროექტი; 2004-2005წწ. ამერიკის იურისტთა ასოციაცია, კანონის უზენაესობის და სისხლის სამართლის პროგრამა, იურისტი; 2006-2010წწ. ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ადვოკატთა სერტიფიცირებული ტრენერი სასამართლო უნარ-ჩვევები, სამართლებრივი მართლწერა და პროფესიული ეთიკის საკითხებში; 2007-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სასამართლო ადვოკატირების კურსი, მოწვეული ლექტორი; 2005-2015წწ. კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერი ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, იურისტი; 2015 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |