The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე დაუშვილი

კოტე დაუშვილი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე დაუშვილი
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1909
გარდაცვ. თარიღი:5 ივლისი, 1980  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

1927 წლიდან დაიწყო სასცენო მოღვაწეობა; 1928-1930წწ. მუშაობდა თბილისის წითელი არმიის და ნაძალადევის თეატრებში; 1934-1935წწ. იყო ბაქოს ქართული თეატრის, 1935-1938წწ. თბილისის კინოსტუდიის, 1930-1934წწ. და 1942-1959წწ. კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბეგლარი(კ. კალაძის "როგორ"), კვეჟენაძე(შ. დადიანის "კაკალ გულში"), ჯიბილო(პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), კნუროვი(ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), გელა(ა. ყაზბეგის "მოძღვრის" ინსცენირება), გიჟუა(ა. ცაგარლის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"); კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მწყემსი ბიჭი("უდაბნო", 1932), ბიგაი("მდინარის იქით", 1934), ნიკო("გაზაფხული საკენში", 1950), მოურავი("აკაკის აკვანი", 1947), სელიმ-ხანი("ბაში–აჩუკი", 1956), გიგია("პაპა გიგია", 1960), ბოდოკია("დიდოსტატის მარჯვენა", 1970),  ციციკორე("ნატვრის ხე", 1976), ზვიადა("შეხვედრა მათაში", 1966); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.336; ეროვნული ფილმოგრაფია: web.archive.org

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: