The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბატონიშვილი

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1760
გარდაცვ. თარიღი:1780  (20 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ბატონიშვილი(ბაგრატიონი) (დაიბადა დაახლოებით 1760 წელს) იყო იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ერთადერთი ძე. დედამისი მარიამი იყო ოტია დადიანის ასული. სოლომონ I-მა აღსაზრდელად მიაბარა თავის ერთგულ თავად გიორგი წულუკიძეს. ალექსანდრე ბატონიშვილი გადაიბირეს მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადებმა. მონაწილეობდა 1778 წლის თავადთა შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო სოლომონ I-ის გადაყენება და ალექსანდრე ბატონიშვილის გამეფება. შეთქმულება მარცხით დამთავრდა. მეფემ შეთქმულები დასაჯა. ალექსანდრე ბატონიშვილი კი გაეყარა შეთქმულების მონაწილე გიორგი აბაშიძის ქალს და წულუკიძის ქალი შეირთო. ადრე ალექსანდრეს უკანონოდ ჰყავდა მიტოვებული ერეკლე II-ის ძის გიორგის ასული. უკანონო ქორწინების გამო ეკლესიამ შეაჩვენა ალექსანდრე ბატონიშვილი და აკრძალა მისი პატივით დაკრძალვა. ჰყავდა უკანონო შვილი გიორგი(გიორგი ბატონიშვილი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.100


გააზიარე: