შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგლა აგულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბადიაური, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს. 1990-1994წწ. საგარეჯოს რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1994-1997წწ. საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 1997-1999წწ. საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის უფროსის მოადგილე; 1999-2001წწ. კახეთის საოლქო პროკურორი; 2001-2002წწ. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი; 2002-2003წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირებისა და ფონდების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი. 2012-2015წწ. საქართველოს პარლმენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2015-2017წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. მიღებული აქვს სპეციალური წოდებები: მესამე კლასის იურისტი (1991); მეორე კლასის იურისტი (1994); პირველი კლასის იურისტი (ვადამდე, 1995); იუსტიციის უმცროსი მრჩეველი (ვადამდე, 1998); იუსტიციის მრჩეველი (ვადამდე, 1999). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.59; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.53 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |