The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგლა აგულაშვილი

გიგლა აგულაშვილი
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბადიაური, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს.

1990-1994წწ. საგარეჯოს რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1994-1997წწ. საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის  საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 1997-1999წწ.  საქართველოს რესპუბლიკის გენერალური  პროკურორის  საგამოძიებო აპარატის უფროსის მოადგილე; 1999-2001წწ. კახეთის საოლქო პროკურორი; 2001-2002წწ. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი; 2002-2003წწ.  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირებისა და ფონდების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი. 2012-2015წწ. საქართველოს პარლმენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2015-2017წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. მიღებული აქვს სპეციალური წოდებები: მესამე კლასის იურისტი (1991); მეორე კლასის იურისტი (1994); პირველი კლასის იურისტი (ვადამდე, 1995); იუსტიციის უმცროსი მრჩეველი (ვადამდე, 1998); იუსტიციის მრჩეველი (ვადამდე, 1999).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.59; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.53

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელები", წევრი (2012-2015)
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია, აღმასრულებელი მდივანი (2005-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების მედალი

გააზიარე: