The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბატონიშვილი

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ბაგრატიონი
სხვა სახელი:ალი–მირზა
ასან–მირზა
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 1737
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) იყო კახეთის მეფის დავით II-ის (იმამყული-ხანის) უფროსი ვაჟი, მაჰმადიანური სახელები–ალი-მირზა, ასან–მირზა. 1735  წელს თამაზ ყული-ხანმა (1736 წლიდან ნადირ-შაჰი) ქართლ-კახეთის მმართველად დანიშნა, შემდეგ კახეთის ნაიბად(არაბ. ნაცვალი, მოადგილე). ქართლ-კახეთის მოსახლეობის ანტიირანული გამოსვლების დროს ებრძოდა აჯანყებულებს. 1737 წელს ირანელებმა გადააყენეს. სცადა კახეთში გაბატონება, მაგრამ სპარსულ ტრადიციებზე აღზდრილი, მაჰმადიანი ალექსანდრე ბატონიშვილი ვერ დაუპირისპირდა თეიმურაზ II-ეს, იძულებული გახდა შერიგებოდა შაჰს და გაემგზავრა ირანში. იქ მეთაურობდა შაჰის გვარდიის ქართულ რაზმებს. მონაწილეობა მიიღო ნადირ-შაჰის ავღანეთის ლაშქრობაში. დაიღუპა ყანდაარზე იერიშის დროს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.100


გააზიარე: