Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბატონიშვილი![]()
Biographyალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) იყო კახეთის მეფის დავით II-ის (იმამყული-ხანის) უფროსი ვაჟი, მაჰმადიანური სახელები–ალი-მირზა, ასან–მირზა. 1735 წელს თამაზ ყული-ხანმა (1736 წლიდან ნადირ-შაჰი) ქართლ-კახეთის მმართველად დანიშნა, შემდეგ კახეთის ნაიბად(არაბ. ნაცვალი, მოადგილე). ქართლ-კახეთის მოსახლეობის ანტიირანული გამოსვლების დროს ებრძოდა აჯანყებულებს. 1737 წელს ირანელებმა გადააყენეს. სცადა კახეთში გაბატონება, მაგრამ სპარსულ ტრადიციებზე აღზდრილი, მაჰმადიანი ალექსანდრე ბატონიშვილი ვერ დაუპირისპირდა თეიმურაზ II-ეს, იძულებული გახდა შერიგებოდა შაჰს და გაემგზავრა ირანში. იქ მეთაურობდა შაჰის გვარდიის ქართულ რაზმებს. მონაწილეობა მიიღო ნადირ-შაჰის ავღანეთის ლაშქრობაში. დაიღუპა ყანდაარზე იერიშის დროს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.100
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |