The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ დაფქვიაშვილი

თამარ დაფქვიაშვილი
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 1994  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო სპეციალობით 1929 წელს.

1929 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1935-1937წწ. გარდა) პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში; ასევე ეწეოდა აქტიურ საშემსრულებლო საქმიანობასაც; საშემსრულებლო მეთოდიკის საკითხებზე ლექციებს კითხულობდა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში; მან პირველმა ჩაატარა საქართველოში სონატური კონცერტების ციკლი; შეადგინა "უცხოურ–ქართული მუსიკალური ტერმინოლოგია" (1948), "მუსიკალურ ტერმინთა ლექსიკონი" (1955); ავტორია ნაშრომისა – "კამერულ საკრავიერი ანსამბლები და საანსამბლო შესრულების ძირითადი პრინციპები" (1988, რუსულ ენაზე); გამოაქვეყნა მოგონებები გამოჩენილ ქართველ მუსიკოსებზე; პიანისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.337

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოება "ცოდნა", წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: