The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ბატონიშვილი

ალექსანდრე ბატონიშვილი
Legal name:ალექსანდრე ბაგრატიონი
Date of birth:1674
Date of death:1711  (at 37 years)
Burial location:დონის მონასტრის უფლის მირქმის ტაძარი, მოსკოვი
Category:Nobleman, Writer, Royalty, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ალექსანდრე ბაგრატიონი იყო მეფე არჩილ II-ის ძე, ცარისტული რუსეთის არმიის არტილერიის ფუძემდებელი, რუსეთის პირველი გენერალ-ფელდცოიხმაისტერი (1699). 1684 წლიდან იზრდებოდა მოსკოვის სამეფო კარზე და პეტრე I-ის ყურადღება მიიპყრო. 1697 წელს მასთან ერთად იმოგზაურა ევროპაში: კენიგსბერგსა და ჰააგაში. 1699 წლამდე სწავლობდა საარტილერიო საქმეს. 1700 წლის 19 მაისს პეტრე I-მა მიანიჭა გენერალ-ფელდცოიხმაისტერის წოდება და რუსეთის არტილერიის უფროსად დანიშნა. ალექსანდრე ბატონიშვილი შეუდგა რუსეთის არტილერიის რეორგანიზაციას. შვედეთის წინააღმდეგ ომში იგი რუსეთის არტილერიას ხელმძღვანელობდა. 1700 წლის 19 ნოემბერს ნარვის ბრძოლაში შვედებმა ტყვედ ჩაიგდეს. ტყვეობაში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილს პეტრე I-მა წოდება და ნახევარი ხელფასი შეუნარჩუნა, 1711 წელს კი გამოიხსნა ტყვეობიდან, მაგრამ დაავადებული გზაში გარდაიცვალა (პიტეო). დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში. ალექსანდრე ბატონიშვილს რუსულიდან ქართულად უთარგმნია "სადიდებელნი გალობანი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი" ფიქრობენ, რომ მასვე ეკუთვნის იმპერატორ ბასილი მაკედონელის "ტესტამენტის" (ანდერძის) თარგმანი. ქართული კულტურის მოღვაწე. მოსკოვის ქართული ახალშენის მეთაური.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 293


Share: