The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დაჩი

დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:9??
კატეგორია:მთარგმნელი

ბიოგრაფია

X საუკუნის ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი; ქართულად თარგმნა ეპიფანე კვიპრელის ფსალმუნთა თარგმანების ანუ კომენტარის ნაწილი (შედის 973-976 გადაწერილ შატბერდის კრებულში, ხელნაწერი S-1141); თარგმანს წინ უძღვის სტეფანე მტბევრისადმი მიწერილი წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ დაჩის ბერძნული არ ცოდნია და ტექსტი სომხურიდან გადმოუღია; წერილის თანახმად, მას უთარგმნია 7 ფსალმუნის კომენტარი; ქართული ტექსტი კი 15 ფსალმუნის თარგმანებას შეიცავს. ვარაუდობენ, რომ დანარჩენი ფსალმუნების კომენტარებიც დაჩიმ თარგმნა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.342


გააზიარე: