The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ტაბაღუა

პაატა ტაბაღუა
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1961  (57 წლის)
კატეგორია:მეზღვაური, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.    

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი(გურამ ჟვანიას შემოქმედებითი სახელოსნო) 1983 წელს. 

1983 წელს ტელეფილმების სტუდიაში გადაიღო სადიპლომო ფილმი "ლელოს შემობრუნება" (ლერი სიხარულიძესა და ირაკლი მახარაძესთან ერთად); 1984-1990წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელერადიოკომიტეტის პროგრამების მთავარი დირექციის რეჟისორად; 1990-2006წწ. იყო კომპანია "ქართული ტელეფილმის" კინორეჟისორი; 1986-1999წწ. შემოქმედებითი მივლინებებით კაპიტნის მეორე თანაშემწის რანგში საზღვაო კინოექსპედიციებში ახლდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის არაერთი გემის ეკიპაჟს.როგორც მსახიობი გადაღებულია რამდენიმე მხატვრული ფილმში: "გელა" (1971), "ლახტი" (1972), "ბავშვები" (1976), მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ათეული ფილმის დუბლირება-გახმოვანებაში, მათ შორისაა ანიმაციური ფილმი "კომბლე" (კომბლე, 1979); არის მრავალი ტელეგადაცემისა და დოკუმენტური ფილმის ავტორი, რეჟისორი და სცენარისტი: "პაილოტი" (1980), "ვის უცდიან თოვლიანი მთები" (1982), "ლელოს შემობრუნება" (1984), "საქართველოს მატიანე" (1986), "მოქანდაკე მერაბიშვილები" (1988), "ერთი რეისის ქრონიკა" (1989), "არის ასეთი ქვეყანა" (1991),  "ვინ არის დამნაშავე?!" (1993), "საქართველოს სანაოსნო-ცისფერი გზებით" (1995), "მისიით საქართველოში" (2007), "კაპიტანი გულებიდან ანუ "ანრი" სრული სვლით" (2014), დოკუმენტური ფილმი "ფრაგმენტები კაპიტნის ცხოვრებიდან" (2016), "მთელი არსებით ზღვისკენ" (2017)", "კაპიტანი ლევანი-სრული სვლით" (2018). მიღებული აქვს ჯილდოები: სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (ქ. რიგა, 1985), ვერცხლის მედალი და ლაურეატის წოდება დოკუმენტური ფილმისთვის "ლელოს შემობრუნება"; საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიღებული აქვს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციისა (2013) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (2014) ჯილდოები.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია : www.geocinema.ge; кино-театр.ру : www.kino-teatr.ru; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ru.wikipedia.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინოაკადემია(ყოფილი საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი), წევრი (1997-)

გააზიარე: