The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მურღულია

თეიმურაზ მურღულია
დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხით ეკონომიკის დარგში 1996 წელს; ეკონომიკური და სოციალური კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით 2002 წელს.

1995-1999წწ. საქართველოს ეროვნული ბანკი, იმერეთის სამხარეო სამმართველო, წამყვანი ეკონომისტი; 1999-2001წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინა, იმერეთის სამხარეო სამმართველოს დირექტორის მოადგილე; 2001-2002წწ. საქართველოს ეროვნული ბანკი, მეორადი ბაზრის სექტორის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2002-2004წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 2004-2005წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საფინანსო დეპარტამენტის უფროსი; 2005-2006წწ. საქართველოს პარლამენტი, საფინანსო დეპარტამენტის უფროსი; 2005-2008წწ. საქართველოს პარლამენტი, გენერალური მდივნის მოადგილე; 2006-2008წწ. საქართველოს პარლამენტი, საბიუჯეტო ოფისის დირექტორი; 2008-2010წწ. ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრი(CEPR), მდგრადი განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი; 2010-2011წწ. საკანონმდებლო გაძლიერების პროგრამა ერაყის პარლამენტში, ბიუჯეტის და ზედამხედველობის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2011-2013წწ. ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრი(CEPR), მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დირექტორი; 2013-2014წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე; 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2014-2016წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2016-2018წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2018 (ივლისადან - 10 სექტემბრამდე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდი: mes.gov.ge


გააზიარე: