The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სლავა ფეტელავა

სლავა ფეტელავა
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1965  (53 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფიჩორი, აფხაზეთის ა/რ, გალის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1989 წელს; პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს; 2007-2008წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დოქტორანტურა.

1981-1982 წწ. - გალის რ/ნ, სოფ. სიდის ჩაის საბჭოთა მეურნეობის მეველე, პლანტაციის მუშა; 1989 წელს გალის რ/ნ, სოფ. ფიჩორის მეციტრუსეობის საბჭოთა მეურნეობის ეკონომისტი; 1993 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1993-1996წწ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წამყვანი სპეციალისტი, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი; 1997-2005წწ. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მოადგილე; 2001 წელს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური - სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2005-2010წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის კანონმდებლობის დაცვის სამმართველოს უფროსი; 2010 წელს სსიპ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს სპეციალისტი; 2008 წლიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლის ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2010- 2011წწ. სსიპ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენცის სააგენტოს კონკურენციის დაცვის სამმართველოს უფროსი;  2012-2014წწ. სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის ბაზრის ანალიზის სპეციალისტი; 2014 წელს სსიპ კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის მრჩეველის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი კატეგორიის მრჩეველი; 2014-2015წწ. სსიპ კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2015 წლიდან სსიპ კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი. ეკონომიკის დოქტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალ "ახალი ეკონომისტი" სარედაქციო კოლეგია, წევრი (2008-)
  • ჟურნალ "საქართველოს ეკონომიკის" სამეცნიერო რედკოლეგია, წევრი (2010-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: