შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარბარე ალექსი-მესხიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მოსკოვის მცირე თეატრთან არსებული დრამატული კურსების დამთავრების შემდეგ 1916–1941 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის, ხარკოვის, კიევისა და ბაქოს თეატრებში. საგასტროლოდ ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და მონაწილეობდა დადგმებში: "პარიზელი ბიჭი", "ჟოზეფი", "სამოთხე და ჯოჯოხეთი". მართავდა ვოდევილების საღამოებს. 1942–1944 წლებში თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში ასრულებდა კომედიურ და მოზარდი ბიჭუნების როლებს. აღსანიშნავია მისი დონ ხილი და მართა (ტირსო დე-მოლინას "დონ ხილ-მწვანეშარვლიანი", "ღვთისმოსავი მართა"), პაისკეტი (პინეროს "სახიფათო ასაკი"), მირანდოლინა(გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ტუგინა (ა. ოსტროვსკის "უკანასკნელი მსხვერპლი"). იგი იყო აგრეთვე რეჟისორი, თეატრმცოდნე, ჟურნალისტი და მკვლევარი. 1915 წლიდან იღებდნენ კინოში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჯემა ("გაზაფხულის ნიაღვარი"), ფონია ("დურმანი"), მოცეკვავე ქალი (ელენე პავლეს ასული და სერიოჟკა"), მანია ("ვისი ბრალია?") და სხვ. ლადო ალექსი–მესხიშვილის ქალიშვილი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.103 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |