The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბარბარე ალექსი-მესხიშვილი

ბარბარე ალექსი-მესხიშვილი
Date of birth:13 February, 1898
Date of death:25 December, 1972  (at 74 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მოსკოვის მცირე თეატრთან არსებული დრამატული კურსების დამთავრების შემდეგ 1916–1941 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის, ხარკოვის, კიევისა და ბაქოს თეატრებში. საგასტროლოდ ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და მონაწილეობდა დადგმებში: "პარიზელი ბიჭი", "ჟოზეფი", "სამოთხე და ჯოჯოხეთი". მართავდა ვოდევილების საღამოებს. 1942–1944 წლებში თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში ასრულებდა კომედიურ და მოზარდი ბიჭუნების როლებს. აღსანიშნავია მისი დონ ხილი და მართა (ტირსო დე-მოლინას "დონ ხილ-მწვანეშარვლიანი", "ღვთისმოსავი მართა"), პაისკეტი (პინეროს "სახიფათო ასაკი"), მირანდოლინა(გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ტუგინა (ა. ოსტროვსკის "უკანასკნელი მსხვერპლი"). იგი იყო აგრეთვე რეჟისორი, თეატრმცოდნე, ჟურნალისტი და მკვლევარი. 1915 წლიდან იღებდნენ კინოში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჯემა ("გაზაფხულის ნიაღვარი"), ფონია ("დურმანი"), მოცეკვავე ქალი (ელენე პავლეს ასული და სერიოჟკა"), მანია ("ვისი ბრალია?") და სხვ. ლადო ალექსი–მესხიშვილის ქალიშვილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.103

Awards and Honors

  • 1946 - მედალი "მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ."
  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: