The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ლორთქიფანიძე

ლევან ლორთქიფანიძე
Date of birth:11 October, 1992  (31 years)
Category:Scientist, Educator, Political Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება 2014 წელს; 2016 წელს მიენიჭა თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი; სწავლას განაგრძობს სოციალურ მეცნიერება ფაკულტეტის დოქტორანტურაში.

2010 წლიდან სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია; სხვებთან ერთად სათავეში უდგას ძალადობის საწინააღმდეგო, მუშათა მხარდამჭერ და გარემოსდაცვით მემარცხენე მოძრაობებს. წერს სვეტებს რამდენიმე ქართული გამოცემისათვის. არის სტატიების ავტორი პარტიული პოლიტიკის, პოლიტიკური კულტურისა და სისტემის საკითხებზე. წლებია ინტენსიურად გამოდის ქართული ტელევიზიების ეთერში და აქტიურად იცავს დემოკრატიული სოციალიზმის იდეალებს; 2015 წლიდან რედაქტორობს სამოქალაქო განათლების სასწავლო ჟურნალს "სივიკუსს"(USAID/IFES); 2017 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. უძღვება სალექციო კურსებს პოლიტიკური პარტიების სოციოლოგიისა და გერმანულენოვანი ქვეყნების შედარებითი პოლიტიკის მიმართულებით.

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო(სენატი), არჩეული წევრი
  • თბილისის ფაბიანური საზოგადოება, დამფუძნებელი (2013-)
  • კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის - "კავკასიური სახლი" მმართველი სტრუქტურის გამგეობა, წევრი (2018-)
  • მემარცხენე-ეკოლოგიური მოძრაობა "მწვანე მუშტი", დამფუძნებელი (2013-)

Bibliography


Share: