The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1958  (61 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, თეოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1984 წელს; თბილისის სასულიერო აკადემია 1993 წელს. 1992-1995წწ. ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი; 1992-1997წწ. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი; 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე; 1995-1997წწ. "ღია საზოგადოების ინსტიტუტის"(ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი; 1995-2000წწ. საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი; 1995-2012წწ. კალიფორნიის უნივერსიტეტის(ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი; 1998-2012წწ. "შერიგების რესურსების"(ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან და "შლაინინგის პროცესის" ქართული მხარის კოორდინატორი; 2000-2001წწ. ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას; 2000-2004 წლებში "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 2002-2006წწ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2009-2012წწ. ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს(ISNC); 2012 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

წყარო: http://new.smr.gov.ge/detailspage.aspx?ID=2


გააზიარე: