The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ალექსანდრე რაზმაძე

ალექსანდრე რაზმაძე
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1845
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1896  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პენზა.

დაამთავრა ლაიპციგის კონსერვატორია 1872 წელს(ფორტეპიანოსა და მუსიკის თეორიის კლასი).

თავდაპირველად იგი სწავლობდა ქ. პემზის გიმნაზიაში და ამავე დროს ეუფლებოდა ფორტეპიანოზე დაკვრას; გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც განაგრძო მუსიკის შესწავლა იმ დროის გამოჩენილ მუსიკოს–პედაგოგების ხელმძღვანელობით; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში, ქ. ლაიპციგის კონსერვატორიაში შეისწავლა მუსიკის თეორია(ჰაუტმანის ხელმძღვანელობით) და ფორტეპიანოზე დაკვრა(მოშელესის ხელმძღვანელობით); 1872 წელს ლაიპციგის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა მოსკოვში, ჩამოსვლისთანავე ნიკოლაი რუბინშტეინმა მიიწვია მოსკოვში ახლად დაარსებულ კონსერვატორიის პედაგოგად, სადაც განაგებდა ფორტეპიანოს კლასს; ამასთანავე, როგორც მეცნიერულად მომზადებულს, კონსერვატორიის პედაგოგიურმა სამხატვრო საბჭომ ჩააბარა მუსიკის ისტორიის კათედრა; იყო კონსერვატორიის პროფესორი და ითვლებოდა დირექტორის ნ. რუბინშტეინის მოადგილედაც; მას ეკუთვნის მრავალი სასიმღერო და ფორტეპიანოსათვის დაწარილი ლექსი, რომლის ნაწილიც ინახება საქართველოს თეატრალური მუზეუმის მუსიკალურ განყოფილებაში(1870–1880წწ. გამოცემული); 1888 წელს მოსკოვში გამოიცა მისი კაპიტალური შრომა "მუსიკის საზოგადო ისტორია" დაწყებული უძველეს ხანადან მეცხრამეტე საუკუნემდე(ოთხ ნაწილად), პირველი ნაწილი – აღმოსავლეთის ხალხების მუსიკა, მეორე – დასავლეთ ევროპის მუსიკა საოპერო სტილის განვითარებამდე, მესამე – ოპერის სტილი და მუსიკის ხელოვნების განვითარება XVIII საუკუნის დამლევამდე, მეოთხე – მუსიკის კლასიკოსები, რომანტიკოსები და დასავლეთ ევროპის ოპერის საქმე XIX საუკუნის ნახევრამდე; 1885–1887წწ. "მუსიკალურ უწყებებს" სათავეში ედგა და პასუხისმგებელ რედაქტორად ითვლებოდა; წერდა წერილებს მუსიკაზე სხვადასხვა პერიოდულ გაზეთებსა და ჟურნალებში.

წყარო: მოკლე პოპულარული სამუსიკო ენციკლოპედია. – თბ., 1933. – გვ. 192



გააზიარე: