The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი დგებუაძე

დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 2011  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა.

დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინსტიტუტი 1954 წელს.

1954-1957წწ. მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1957 წლიდან ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიის ინსტიტუტში; 1973 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ელექტროთერმიის ლაბორატორიის გამგე; მისი ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები ეხება დახურული ელექტრული მადანაღმდგენი ღუმლების კონსტრუქციებს; 1980-1984წწ. მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული დახურული ღუმლის ახალი გეომეტრიული პარამეტრები დაინერგა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა მძლავრ ელექტროღუმელში, აგრეთვე შეტანილ იქნა ინდოეთის ერთ–ერთი მეტალურგიული საწარმოს ორი ღუმლის პროექტი; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა და წარმოებაში დაინერგა საწარმოო ნარჩენებისაგან ფოლადის ეფექტური განმჟანგველის(ფეროსილიკოალუმინი) მიღების ტექნოლოგია ალუმინთერმული პროცესით; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების; მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებატა კანდიდატი (1968). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.343; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.61

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1988-1993 წლებში შესრულებული ნაშრომისათვის -ალუმინთერმული მეთოდით საწარმოო ნარჩენებისაგან ფეროსილიკოალუმინის კომპლექსური შენადნობის მიღებისა და ფოლადის განჟანგვის პროცესში მისი გამოყენების ტექნოლოგიის დანერგვა"

გააზიარე: