The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ სარაჯიშვილი

ზაალ სარაჯიშვილი
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1994 წელს; აშშ თავდაცვის ენების ინსტიტუტი, ამერიკული ენის კურსი, აშშ არმიის ინფანტერიის სკოლა, ინფანტერიის ოფიცრის კურსი, აშშ არმიის ინფანტერიის სკოლა, არმიის ინსტრუქტორის კურსი 1998 წელს; ეგვიპტის დიპლომატიური სწავლების ინსტიტუტი 2004 წელს; ლიდერთა სკოლა 2007 წელს.

1994–1995წწ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური, იურისტი; 1995–1997წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ოპერატიული სამმართველო, ოფიცერი; 1997– 1998წწ. შეიარაღებული ძალები, გენერალური შტაბი, დაზვერვის სამმართველო, ოფიცერი; 1998–1999წწ. თავდაცვის სამინისტრო, ნატო-ს პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისათვის" შტაბი, ოფიცერი; 1999–2000წწ. სასაზღვრო ჯარები, ნატო-ს პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისათვის", მეკავშირე ოფიცერი; 2000–2001წწ. შპს "საოკეანო სანაოსნო კომპანია", იურისტი; 2001–2002წწ. შემოსავლების სამინისტრო, საგანგებო ლეგიონი, იურისტი; 2002–2011წწ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი; 2011–2012წწ. შპს "მიგრანტთა საადვოკატო ბიურო", დირექტორი; 2012 წლიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.

წყარო: http://diaspora.gov.ge/?p=444


გააზიარე: