The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ალექსი-მესხიშვილი

ნინო ალექსი-მესხიშვილი
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:9 მაისი, 1983  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

1922–1924 წლებში სწავლობდა აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში. 1924 წელს მსახიობად ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეტრში. ასრულებდა სახასიათო როლებს. მისი მთავარი ნამუშევრებია: მადამ სალი("პირველი ნაბიჯი", გ. წერეთლის მოთხრობის მიხედვით), სოფია იგნატიევნა(ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება"), სალი(ბ. ლავრენიოვის "ამერიკის ხმა"), დეიდა მარგარიტა(როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), რუთ მამლოკი (ვოლფის "პროფესორი მამლოკი"), აკვირია(ა. მირცხულავას "განგაში"), ჟანა ბარბარუ(ლ. სლავინის "ინტერვენცია"), ხოზე(გ. მდივნის "ალკაზარი"), სმერალდინა და მადამ ფონტენი(კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური" და "საპატარძლო აფიშით"), ვერა კაშკადოვა(ი. პოპოვის "ოჯახი"), ანა ონიშნიკოვა(მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), მარკიზა დე მონტეფიორი(ფ. დიუმანუარისა და ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი") და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.104

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: