The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო სარაჯიშვილი

ვანო სარაჯიშვილი
ოფიციალური სახელი:ივანე სარაჯიშვილი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1879
გარდაცვ. თარიღი:11 ნოემბერი, 1924  (45 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1888-1895წწ. მღეროდა მოსწავლეთა გუნდში; 1898-1900წწ. იყო ქართული ხალხური გუნდის ხელმძღვანელი ს. კავსაძე) მომღერალი-სოლისტი; 1903 წელს პეტერბურგს გაემგზავრა და სიმღერას სწავლობდა ჯერ ი. პრიანიშკინოვთან, შემდეგ კი ა. პანაევა-კარცევასთან; მისი დებიუტი პეტერბურგში 1907 წელს შედგა ჯ. ვერდის ოპერა "ტრავიატაში"; პარალელურად, 1906-1908წწ. იტალიაში კასტელანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას და იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამოდიოდა; პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მუშაობა იტალიურ დასში განაგრძო; 1908 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. გამოდიოდა თბილისის საოპერო სცენაზე, მღეროდა ევროპელი და რუსი კომპოზიტორების ოპერებში, ასევე ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების რომანსებს. 1923 წლის 28 მაისს მან მონაწილეობა მიიღო ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის" ახლადშექმნილი ფრაგმენტების შესრულებაში. 1910-1920წწ. მონაწილეობდა ზ. ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, მღეროდა აბესალომისა ("აბესალომ და ეთერი") და მალხაზის ("დაისი") პარტიებს. ვანო სარაჯიშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ხალხი მას სიყვარულით "საქართველოს ბულბულსაც" ეძახდა. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ვანო სისტემატურად მართავდა კონცერტებს. მისი რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანი იყო. ის თანაბარი ოსტატობით ასრულებდა ქართველი და რუსი კომპოზიტორების რომანსებს, ქართულ ხალხურსა და ნეაპოლურ სიმღერებს. სარაჯიშვილი ქართული პროფესიული ვოკალის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. გადაღებულია კინოფილმ "მამის მკვლელში" (1923), შემორჩენილია რამდენიმე გრამფირფიტა მისი ხმით, თუმცა ჩანაწერები არასრულყოფილია. სარაჯიშვილის სახელი მიენიჭა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას (1947).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.100; საქართველოს ახალი ამბების სააგენტო: ghn.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: