შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სარდიონ ალექსი-მესხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რუისპირი, თელავის რაიონი. 1832–1836 წლებში სწავლობდა სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის მოსკოვის განყოფილებაში, რომელიც დაამთავრა ექიმისა და ვეტერინარის წოდებით. 1840 წლიდან მუშაობდა ექიმად თელავში, სიღნაღსა და თბილისში. 1848 წელს წარდგენილი დისერტაციის საფუძველზე მიენიჭა შტაბ-დოქტორის წოდება. მისი კრიტიკული წერილები და თარგმანები (როჟე დე ბოვარის, ჟ. ფ. მარმონტელის, ეჟენ სიუს თხზულებები) იბეჭდებოდა გაზეთ "კავკაზსა" და ჟურნალ "ცისკარში". ეკამათებოდა თერგდალეულებს, იცავდა "მამათა" პოზიციებს. 1861 წელს "ცისკარში" გამოქვეყნდა ალექსი-მესხიშვილის წერილს ("უსტარი ანტიკრიტიკული"). აქ იგი იცავდა სამი სტილის თეორიას და იმ ასო-ნიშნებს, რომელთა ხმარებაზე ილია ჭავჭავაძემ უარი თქვა (უ, ჱ, ჲ, ჳ, ჴ). ამავე წერილში მან პასუხი გასცა ილია ჭავჭავაძეს ფრანგულიდან ჟ. ფ. მარმონტელის "მეუდაბნოენის" საკუთარი თარგმანის გამო (დაიბეჭდა 1852 წლის № 1 და №2 "ცისკარში") და დამრიგებლური ტონით გაახსენა კარამზინის დამსახურება რუსულ ლიტერატურაში. ილია ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი "სარდიონ მეხიევის კრიტიკის" გამო წარადგინა "ცისკრის" რედაქციაში, მაგრამ ივანე კერესელიძემ იგი აღარ დაბეჭდა. მსახიობ ლადო ალექსი–მესხიშვილის მამა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.104
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |